აღდგება თუ არა თბილისში ტრამვაი
სტუმარი: ბექა ნინიკური – არასამთავრებო ორგანიზაცია “თბილისის ტრამვაი” წარმომადგენელი.
დისკუსია სატრანსპორტო პრობლემებზე და ტრამვაის როლზე
12 თებერვალს “თბილისის ტრამვაის” და “საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების” ერთობლივი ლექცია გაიმართა, რომელზეც ვისაუბრეთ თბილისის ეკოლოგიურ და სატრანსპორტო პრობლემებზე და ტრამვაის როლსა და მნიშვნელობაზე ამ პრობლემების გადაწყვეტაში. ლექციის ბოლოს მომხსენებლებსა და დამსწრეთა შორის გაიმართა დისკუსია. თუ კი თქვენ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ თბილისისთვის ტრამვაი ძვირი ფუფუნებაა, იხილეთ ლექციის ვიდეო ჩანაწერი.
ტრამვაის საპილოტე ხაზი
ტრამვაის მარშრუტი: 1. დიდი დიღომი – მეტრო დიდუბე 2. თბილისი მოლი – მეტრო დიდუბე 3. მეტრო სარაჯიშვილი – აღ. ხეივანი (თბილისი მოლი)
პოლიტიკა – ტრამვაის პროექტის შეჩერების მიზეზი
(რადიო “თავისუფლება”) საქართველოს მთავრობას ხშირად საყვედურობენ შეჩერებული თუ უარყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტების გამო. მთავარ კრიტიკას იწვევს თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის შეწყვეტა, მაგრამ არის სხვა პროექტებიც, რომლებიც საწყის ეტაპზევე შეჩერდა. მათ შორისაა თბილისის ტრამვაის იდეა. ტრამვაის ხაზების გაყვანას უნდა გაეუმჯობესებინა დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. თბილისის ტრამვაის პროექტის თემა პერიოდულად წამოტივტივდება ხოლმე საქართველოს მედიაში. საკითხის მორიგი აქტუალიზაცია ერთი […]
ტრამვაი თბილისი
თბილისი,_ქართული წარმოების, შესახსრული, სამსექციანი, ოთხღერძიანი, ცალმხრივი მიმართულების, მაღალიატაკიანი ტრამვაის ვაგონი. ის 1959 წელს თბილისში დააპროექტეს და 1960 წელს თბილისის ტრამვაი–ტროლეიბუსების სამმართველოს რესურსებით, ტრამვაის სარემონტო დეპოში ააგეს. სულ ამ მოდელის 4 ვაგონი გამოვიდა. კონსტრუქცია ეს გახლდათ იმ დროისთვის მეტად იშვიათი, ინოვაციური კონსტრუქციის ტრამვაის ვაგონი, დაკიდული სახსრებითა და დაკიდული სექციით, – მას სახსრების ქვეშ არ ჰქონდა ბორბლები. […]
თბილისში ტრამვაი ბრუნდება
როდის დაემატება ახალი ელექტროტრანსპორტი დედაქალაქს თბილისში ორიოდე წელიწადში თანამედროვე ტრამვაი ივლის. ყოველ შემთხვევაში, ამას გეგმავენ მერიაში და ალბათ არც თბილისელები არიან წინააღმდეგი. ჯერჯერობით წინასწარი სამუშაოებია შესასრულებელი, მარშრუტების შედგენა იმის მიხედვით, თუ სად რა მგზავრთნაკადია, აგრეთვე დედაქალაქის რომელ ადგილას არის შესაძლებელი ტრამვაის რელსების გაყვანა. ტრადიციულად, ეს ინიციატივაც პირველად პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაახმაურა, რომ როგორც სხვა ქვეყნების დედაქალაქებში, […]
თბილისის ტროლეიბუსის ისტორია
ტროლეიბუსი თბილისში 1937 წლიდან გამოჩნდა, მისი ამოქმედებისა და მარშრუტების დასახვის შესახებ გადაწყვეტილება კი ჯერ კიდევ 1934 წელს იყო მიღებული, თბილისის პირველი გენერალური გეგმის შედგენასთან ერთად. ტროლეიბუსის ხაზის სიგრძე მისი გახსნის წელს 15-მდე კილომეტერს შეაგდენდა და საბჭოთა კავშირის დამლევს კი 95-მდე გაიზარდა. ამას რა თქმა უნდა ტროლეიბუსთა რიცხვის ზრდაც მოჰყვა. ტროლეიბუსის საერთო წილი მგზავრთა გადაყვანაში […]
სადგურები
ახმეტელი–ვარკეთილის ხაზი (19,6 კმ): 1. ახმეტელის თეატრი (7 იანვარი 1989) – მიწისქვეშა ღრმა, კოლონური 2. სარაჯიშვილი (7 იანვარი 1989) – მიწისქვეშა ღრმა, კოლონური 3. გურამიშვილი (16 ნოემბერი 1985) – მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი 4. ღრმაღელე (28 ნოემბერი 1985) – მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი 5. დიდუბე (11 იანვარი 1966) – მიწისზედა ღია 6. გოცირიძე (11 იანვარი 1966) – […]
თბილისის მეტროს ისტორიაHistory of Metro
1951 29 სექტემბერი – ყოფილი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მიღებული იყო გადაწყვეტილება თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობაზე. 1952 იანვარი – იქნა ჩამოყალიბებული თბილისის მეტრომშენის სამმართველო. 1953 – დაიწყო პირველი შახტის მშენებლობა და გადასარბენი გვირაბების აგება. 1957 – მეტროპოლიტენის მშენებლობა იქნა შეჩერებული და დაიწყო სახვადასხვა დანიშნულების გვირაბების მშენებლობა რესპუბლიკის სავადასხვა ტერიტორიებზე (რკინიგზის, ავტოტრანსპორტის, ჰიდროტექნიკური) რისთვისაც მეტრომშენის სამმართველო […]
შპალ–ღორღიანი ლიანდაგი ხის შპალებზე
ხის შპალებიანი ტექნოლოგია რკინიგზის პირველი ტექნოლოგიაა და მას მე–19 საუკუნიდან დღემდე იყენებენ. დროთა განმავლობაში ეს ტექნოლოგია თან და თან იხვეწებოდა და ნაკლოვანებათა აღმოფხვრისა და საექსპლუატაციო ვადის გაზრდის მიზნით იცვლებოდა და იხვეწებოდა ხის შპალებიანი ლიანდაგის ნაშენის შემადგენელი კომპონენტები. ჩვეულებრივ, ამ ტექნოლოგიის ტრამვაის ლიანდაგი შედგება 25–70 სმ სიმაღლის ღორღის ბალასტისა და მასზე მოწყობილი ხის შპალებიანი ლიანდაგისგან თუმცა […]