Tramvai.GE

თბილისის ტრამვაი

Tramvai.GE
მეტრო

თბილისის მეტროს ისტორია

1951 29 სექტემბერი – ყოფილი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მიღებული იყო გადაწყვეტილება თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობაზე.
1952 იანვარი – იქნა ჩამოყალიბებული თბილისის მეტრომშენის სამმართველო.
1953 – დაიწყო პირველი შახტის მშენებლობა და გადასარბენი გვირაბების აგება.
1957 – მეტროპოლიტენის მშენებლობა იქნა შეჩერებული და დაიწყო სახვადასხვა დანიშნულების გვირაბების მშენებლობა რესპუბლიკის სავადასხვა ტერიტორიებზე (რკინიგზის, ავტოტრანსპორტის, ჰიდროტექნიკური) რისთვისაც მეტრომშენის სამმართველო იქნა გარდაქმნილი თბილგვირაბმშენად.
1959 – განახლდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა
1962 – შეიქმნა მშენებარე მეტროპოლიტენის დირექცია
1965 8 თებერვალი – მინისტრთა საბჭოს №78 დადგენილებით შეიქმნა თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველო.
1966 11 იანვარი – ექსპლოატაციაში ჩაბარდა პირველი რიგის პირველი უბანი (6,3 კმ) ოთხი სადგურით იყო სადგურ ”დიდუბე”-დან სადგურ ”რუსთაველი”-მდე.
1967 მარტი – იყო ორგანიზებული ორლიანდაგიანი მოძრაობა დიდუბე – ელექტროდეპოს მონაკვეთზე მოტარებელთა მობრუნებით სადგურ ”დიდუბე”-ში.
1967 ნოემბერი – ხაზის 4 კილომეტრით გაგრძელების შემდეგ სადგურ ”300 არაგველი”-მდე შესაძლებელი გახდა შემადგენლობების მობრუნება ხაზის მეორე ბოლოში, მხოლოდ გადასარბენი გვირაბის მაშინდელი სადგურ ”ოქტომბერი”-ს (ამჟამინდერი ”ნაძალადევი”) მშენებლობის დამთავრების შემდეგ შესაძლო გახდა მთელ ტრასაზე ორლიანდაგიანი მოძრაობის გახსნა.
1971 მაისი – 2,5 კილომეტრიანი უბნის ექსპლოატაციაში გაშვებით სადგურ ”სამგორი”-მდე დამთავრდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა 11 სადგურით 12,3 კილომეტრი ტრასით.
1979 სექტემბერი – ექსპლოატაციაში შევიდა მეტროპოლიტენის მეორე ხაზი 5,8 კილომეტრი სიგრძით, რომელმაც დააკავშირა სადგურის მოედანი საბურთალოს რაიონს. პირველი გადაწყვეტილებით ეს მეორე ხაზი უნდა აშენებულიყო როგორც განშტოება პირველი ხაზისა. მაგრამ მშენებლობის დამთავრების პერიოდში გადაწყდა აშენებულიყო მეორე გადასასვლელი სადგური ”ვაგზალი-2” რომელსაც დასაწყისში არ ექნებოდა დამოუკიდებელი მიწისზემოთა ამოსასვლელი.
1985 ნოემბერი – ერთდროულად იქნა შეყვანილი ექსპლოატაციაში ორი უბანი ერთი 3,4 კილომეტრის ”დიდუბე”-ის სადგურიდან სადგურ ”თემქა”-მდე (ამჟამინდელი ”გურამიშვილი”) და მეორე 2,0 კმ სადგურ ”სამგორი”-დან სადგურ ”ვარკეთილი”-მდე.
1989 იანვარი – სადგურები „სარაჯიშვილი“ და ”ახმეტელის თეატრი”.
2000 – გაშვებული იქნა ექსპლოატაციაში ერთი უბანი ”გოცირიძე-ვაჟა-ფშაველა” 1,2 კილომეტრის სიგრძით ერთმხრივი მოძრაობით.

2017 ოქტომბერი – გაიხსნა სადგური „უნივერსიტეტი“ და მანამდე ცალმხრივად გახსნილი „ვაჟა-ფშაველა“ – „გოცირიძის“ გადასარბენზე მოძრაობა გახდა ორმხრივი.