თბილისის ტრამვაის ისტორია
თბილისში ელექტრო ტრამვაის წინაპარი, ცხენების წევაზე მომუშავე სარკინიგზო ტრანსპორტი, ე.წ. „კონკა“ 1883 წელს გამოჩნდა.
მისი პირველი მარშრუტი მიხეილის გამზირზე გადიოდა და ერთმანეთთან აკავშირებდა ვორონცოვის მოედანსა და რკინიგზის ვაგზალს.
მარშრუტი მალევე დააგრძელეს ერევანსკის (თავისუფლების) მოედნამდე, ხოლო 1904 წელს ხაზი გაიყვანეს კირხეს (მარჯანიშვილის) ქუჩაზე.
XX საუკუნის დასაწყისში ნათელი იყო, რომ „კონკას“ დრო წავიდა, ამიტომ 1904 წელს დაიწყო ელექტრო ტრამვაის მშენებლობა, რითაც ბელგიური კომპანია დაკავდა.

1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა ელექტრო ტრამვაის პირველი ხაზი, რომლის ლიანდაგის სიგანე 1000 მმ იყო. 1910 წელს „კონკამ“, რომელსაც 914 მმ სიგანის ლიანდაგი ჰქონდა, არსებობა შეწყვიტა. 1933 წლიდან დაიწყო ტრამვაის განიერ (1524 მმ) ლიანდაგზე გადაყვანა.
პირველი ფართოლიანდაგიანი ხაზი 1933 წელს გაიხსნა და ის ერთმანეთთან აკავშირებდა ისნის ჰოსპიტალსა და სამგორის კერამიკის კომბინატს. ამავე წელს აშენდა ისნის ტრამვაის დეპო და დაიწყო ვიწრო ლიანდაგების გაფართოება. ვიწროლიანდაგიანმა ხაზებმა 1942 წლამდე იარსება.
უკანასკნელი ვიწროლიანდაგიანი ხაზი სოლოლაკში გადიოდა და II მსოფლიო ომის დაწყების გამო ვერ მოხერხდა მისი ფართოლიანდაგზე გადაყვანა. ამიტომ ეს ხაზი გაუქმდა. 1942–45 წლებში ტრამვაი გაიყვანეს ცოტნე დადიანის ქუჩაზე.
1944–45 წლებში ტრამვაის ხაზები დაგრძელდა ისნის ჰოსპიტალიდან 31–ე საავიაციო ქარხანამდე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ვაკემდე (ახლანდელი თამარაშვილის ქუჩის დასაწყისამდე).

ამავე პერიოდში ტრამვაის ხაზი გაიყვანეს ჩელუსკინელების (თამარმეფის გამზ.) და ლენინის (კოსტავას) ქუჩებზე.
1940*–იან წლებში ტრამვაის ხაზი გაუქმდა ორთაჭალაში, რომელიც ორთაჭალას ქვიშიანას ქუჩის („პესოჩნაია“,_რიყეზე ეს ქუჩა აღარ არსებობს) გავლით რკინიგზის ვაგზალთან აკავშირებდა.
1950–იანი წლების მეორე ნახევარში ტრამვაის ხაზი რუსთაველის და პლეხანოვის (აღმაშენებლის) გამზირიდან გადაიტანეს პარალელურ, ძნელაძისა (თაბუკაშვილის) და კლარა ცეტკინის (წინამძღვრიშვილის) ქუჩებზე.
1953 წლის 1 მაისს კინო საქართველოდან ტრამვაის ხაზი დაგრძელდა მერვე საავადმყოფომდე.
1955 წლის 5 ნოემბერს ეს ხაზი დაგრძელდა მერვე საავადმყოფოდან შამპანიურის ქარხანამდე.
1955 წლის 5 ნოემბერსავე მეტრო დიდუბის ზედა სადგურიდან ტრამვაი რკინიგზის ხიდის ქვეშ გავლით დაუკავშირდა წერეთლსი გამზირს.
1957 წლის14 ივლისს ტრამვაის ხაზი დაიხურა ძნელაძის ქუჩაზე.
1959 წლის 30 მარტს ტრამვაის მიმოსვლა შეწყდა მეცხრე საავადმყოფოდან ბაგებამდე.
1960 წლის 30 აპრილს ტრამვაის ხაზი დაგრძელდა კერამიკის კომბინატიდან გრეხილი ავეჯის კომბინატამდე “განთიადი” მოსკოვის პროსპექტზე.
1962 წლის აგვისტოში შამპანიურის ქარხნიდან ტრამვაის ხაზი დაგრძელდა სარაჯიშვილის გამზირზე ცენტროლიტის ქარხანამდე.
1963 წლის 30 ნოემბერს ბარათაშვილის ხიდის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით მასზე ტრამვაის მოძრაობა შეწყდა ისევე როგორც ბარათაშვილის ქუჩაზე კოლმეურნეობის მოედნამდე.
ასევე 1963 წელს ტრამვაის ხაზი გაუქმდა კოლმეურნეობის მოედნიდან ფილარმონიამდე (ძნელაძის,_ახლ. თაბუკაშვილის, და ლენინის,_ახლ. კოსტავას ქუჩებზე).
1967 წლის 13 მაისს რკინიგზის სადგურიდან თამარ მეფის გამზირზე, ტამარ მეფის ხიდზე, გმირთა მოედაზე, ვარაზისხევზე, მელიქშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე მეცხრე საავადმყოფომდე გაუქმდა ტრამვაის ხაზი.
1968 წლის 30 აპრილს დაემატა ახალი განშტოება, გურამიშვილის გამზირიდან თემქ–ის მიმართულებით, თბილისის ზღვამდე.
1970 წლის ოქტომბერში მოხდა ტრამვაის დემონტაჟი ვაგზლის მოედანზე რკინიგზის სადგურიდან ფიროსმანის ქუჩზე მალაკნების ხიდთან გადასასვლელ ხიდამდე.
1972 წლის 1 მაისს ტრამვაის ხაზი მეტრო დიდუბის ქვედა სადგურიდან დიდუბის ხიდის და ბელიაშვილის ქუჩის გავლით დაგრძელდა ქირურგიის ინსტიტუტამდე.
1974 წლის 20 სექტემბერს ტრამვაის ხაზი გაუქმდა ხეთაგუროვის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ქეთევან წამებულის გამზირზე მეტრო ისნამდე. ამის შედეგად ტრამვაი #7 დარჩა იზოლირებული დანარჩენი ქსელისგან და მას ისნის ტრამვაი-ტროლიბუსების დეპო ემსახურებოდა.
1975 წლის 12 იანვარს ტრამვაის ხაზი ჩოდრიშვილის ქუჩიდან დაგრძელდა წერონისის და სანავარდოს ქუჩის გავლით ახტელის ქუჩამდე ლოტკინის მთაზე და დაინიშნა 2 ნომერი ტრამვაი.
1975 წლის 28 თებერვალს ქირურგიის ინსტიტუტიდან ხაზი დაგრძელდა ბოტანიკის ინსტიტუამდე ბელიაშვილის ქუჩის გაყოლებაზე.
1977 წლის 30 მარტს სარაჯიშვილის მეტროდან ტრამვაის ხაზი გლდანის “ა” მიკრო რაიონამდე გაიხსნა.
1977 წლის ბოლოს ეს ხაზი #2 მიკრორაიონამდე დაგრძელდა.
1978 წლის მაისში #3 მიკო რაიონამდე.
1978 წლის ნოემბერში კი გლდანის მასივის ბოლომდე 7-8 მიკრო რაიონამდე დაგრძელდა.
1978 წელს დაიწყო ზემო ავჭალაში ახალი ტრამვაის დეპოს მშნებელობა, რომელიც გათვლილი იყო 200 ვაგონზე.
1980 წლის 6 ნოემბერს ბოტანიკის ინსტიტუტიდან ბელიაშვილსი ქუჩის გაყოლებაზე და აღმაშენებლის ხიევნის გასწვრივ სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტამდე დაგრძელდა ხაზი.
1986 წლის 1 სექტემბერს ტრამვაის ხაზი დაგრძელდა ავჭალაში, ქარხანა „ცენტროლიტიდან“, ზემო ავჭალამდე.
1986 წლის 13 დეკემბერს გაიხსნა ზემო ავჭალის ტრამვაის დეპო #3 გათვლილი 200 ტრამვაის ვაგონზე ხოლო ვაგზლის მოედანზე არსებულმა ტრამვაის #1 დეპომ არსებობა შეწყვიტა. ეს გახლდათ თბილისის ტრამვაის უკანასკნელი ახალი ხაზი. ამ დროისთვის ხაზების საერთო სიგრძე ცალ ლიანდაგზე გათვლით 108 კილომეტრს აღწევდა.
1989 წლიდან ტრამვაის სისტემას წყალი შეუდგა და არსებული ხაზების ნელ ნელა გაუქმება დაიწყო.
ამ დროისთვის დიდუბის მეტროდან სასოფლოს უნივერსიტეტამდე ტრამვაი ისედაც გაჩერებული იყო უკვე დაახლოებით 2 წელი, რადგან დიდუბის ხიდის ქვეშ აშენებდნენ გვირაბს, ხიდი რომ გაიხსნა 1989 წელს ტრამვაის ხაზი აღარ გაუხსნიათ და ოფიციალური გაუქმების თარიღად 1989 წელი დასახელდა. შესაბამისად 10 ნომერი ტრამვაი კოლმეურნეობის მოდნიდან დამოკლდა მეტრო დიდუბის ქვედა სადგურამდე. ხოლო 5 ნომერი ტრამვაი რომელიც აბასთუმნის ქუჩიდან სასოფლოს უნივერსიტეტამდე მოძრაობდა და 9 ნომერი ტრამვაი რომელიც მეტრო დიდუბიდან სასოფლოს უნივერსიტეტამდე მოძრაობდა გაუქმდნენ. (დიდუბის ხიდი, ბელიაშვილის ქ., ქარხანა „მიონი“, აღმაშენებლის ხეივანი, აგრალური უნივერსიტეტი).
1990 წლის იანვარში გლდანის მასივში მოქმედი 8 ნომერი ტრამვაი რომელიც მეტრო დიდუბიდან გლდანის 7-8 მიკროებამდე მოძრაობდა გაუქმდა. ლიანდაგები აიყარა სარაჯიშვილის მეტროდან ახმეტელის მეტრომდე, სარაჯიშვილის მეტროსთან კი მრავალდონიანი გზა მოეწყო ორი ხიდით რომლებიც სარაჯიშვილის გამზირს და გურამიშვილის გამზირს აკავშირებდა და ხიდქვეშ ახალი შეშელიძის ქუჩა რომელიც დიღომიდან მოდიოდა ახმეტელის მეტრომდე, გაუქმებული ტრამვაის ხაზი მისგან რამდენიმე მეტრში მთის ძირში გადიოდა. ახმეტელის მეტროდან გლდანის 7-8 მიკრო რაიონებამდე წრიული ცალმხრივი ლიანდაგები აიყარა 2000 წელს როდესაც ხიზანიშვილის ქუჩის სრული კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა. ტრამვაის ხაზის ადგილას გაკეთდა ტროტუარი და ჩაისვა ბოძები ტროლეიბუსისთვის, რომელიც სავარაუდოდ დიღმის მასივში მიმავალი ხაზისთვის უნდა მიეერთებინათ მაგრამ ეს დანაპირები არ შესრულდა. 1994 წელს კოლმეურნეობის მოედნიდან დიდუბის მეტროს ქვედა სადგურამდე მოძრავი 10 ნომერი ტრამვაი უქმდება ერთადერთი დარჩენილი განშტოება ქალქის ცენტრში, ლიანდაგები იყრება მთელი მარშრუტის მანძილზე რამდენიმე ადგილის გამოკლებით. (ორბელიანის მოედანი, ათონელის ქ., მშრალი ხიდი, ვორონცოვის ხიდი, საარბრიუკენის მოედანი, ჩიქობავას ქ., წინამძღვრიშვილის ქ., თევდორე მღვდლის ქ., წერეთლის გამზ., ერისთავის ქუჩაზე ნაწილობრივ, მეტროს სადგურ „დიდუბეს“ მიმდებარედ მოსაბრუნებელი მარყუჟები) შედეგად თბილისი ზღვიდან მოძრავი 3 ნომერი ტრამვაი დიდუბის მეტროს ზედა სადგურამდე მოკლდება. 1994-1996 წლებში თბილისის ზღვაზე საკონტაქტო სადენი მოიპარეს და ტრამვაიმ მოძრაობა შეწყვიტა მაგრამ 1996 წელს აღადგინეს მაგრამ ტრამვაი იშვიათად დადიოდა უმეტესად ზაფხულის სეზონზე. 2000 წლიდან საერთოდ შეწყვიტა სიარული თბილისი ზღვაზე ტრამვაიმ. 2002 წელს იყო ტრამვაის მოძრაობის აღდგენის მცდელობა, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით საკონტაქტო სადენი ჩამოხსნეს 2007 წელს კი აყარეს რელსები. ამ ხაზზე თავის დროზე, გადასასვლელი ხიდიდან დადიოდა 4 ნომერი, ხოლო მეტრო დიდუბის ქვედა სადგურიდან 1994 წლიდან კი ზედა სადგურიდან დადიოდა 3 ნომერი ტრამვაი. 2000-2001 წლებში გაუქმდა გადასასვლელი ხიდიდან ლოტკინისკენ მიმავალი 2 და 6 ნომერი, (ც. დადიანის ქ., ჩოდრიშვილის ქ., წერონისის ქ., სანავარდოს ქ., ახტელის ქ. (ლოტკინი)). ოფიციალურ მიზეზად დასახელდა მოსახლეობის ჩივილი თითქოსდა ტრამვაი გავლისას მათ სახლებს ანგრევდა. 2002 წელს გააუქმდა ტრამვაის ხაზი, გადასასვლელი ხიდიდან კინო საქართველომდე. გაუქმების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა გადასასვლელ ხიდთან, ტრამვაის მოსატრიალებელი მარყუჟის მიდამოებში მცხოვრები მოსახლეობის ჩივილი, თითქოსდა მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ სახლებს ტრამვაის გავლა ანგრევდა.
2004 წლის 7 ივლისს არსებობა შეწყვიტა ისნის ტრამვაის დეპომ და მასზე მიმაგრებულმა ერთადერთმა, #7 მარშრუტმა (31–ე საავიაციო ქარხანა, ბოგდან ხმელნიცკის ქ., ჩოლოყაშვილის ქ., ბაღდადის ქ., ნავთლუღის აღმართი., მეტრო „ისანი“, ქეთევან წამებულის გამზ., მოსკოვის გამზ., გრეხილი ავეჯის კომბინატი).
შესაბამისად თბილისში დარჩა ერთადერთი, 12 კმ სიგრძის №12 მარშრუტი (მეტრო „დიდუბე“ (ზედა), ერისთავის ქ., გურამიშვილის გამზ., სარაჯიშვილის გამზ., ლიბანის ქ., ზემო ავჭალა).
2006 წლის 4 დეკემბერს ტრამვაის უკანასკნელი ხაზი და ქალქში დარჩენილი ტროლეიბუსის ხაზებიც ერთიანად გაუქმდა.