Tramvai.GE

თბილისის ტრამვაი

Tramvai.GE
ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თბილისის ტრამვაი” ჩამოყალიბდა 2010 წელს როგორც საინიციატივო ჯგუფი. ეს არაკომერციული, არაპოლიტიკური ორგანიზაცია აერთიანებს თბილისში ტრამვაის სისტემის აღდგენის მომხრე ადამიანებს და ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის.

ჩვენი მიზნებია:

  • ხელი შევუწყოთ თბილისში თანამედროვე ტრამვაის სისტემის განვითარებას
  • მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება თანამედროვე ტრამვაის უპირატესობების შესახებ და საინფორმაციო-სარეკლამო კამპანიის საშუალებით ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში ტრამვაის დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას და პოპულარიზაციას
  • ხელი შევუწყოთ ტრამვაის შემორჩენილი ექსპონატების კონსერვაცია-რესტავრაციას სამუზეუმო მიზნებით

ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით tbilisistramvai@gmail.com