არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თბილისის ტრამვაი” ჩამოყალიბდა 2010 წელს როგორც საინიციატივო ჯგუფი. ეს არაკომერციული, არაპოლიტიკური ორგანიზაცია აერთიანებს თბილისში ტრამვაის სისტემის აღდგენის მომხრე ადამიანებს და ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის.
ჩვენი მიზნებია:
- ხელი შევუწყოთ თბილისში თანამედროვე ტრამვაის სისტემის განვითარებას
- მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება თანამედროვე ტრამვაის უპირატესობების შესახებ და საინფორმაციო-სარეკლამო კამპანიის საშუალებით ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში ტრამვაის დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას და პოპულარიზაციას
- ხელი შევუწყოთ ტრამვაის შემორჩენილი ექსპონატების კონსერვაცია-რესტავრაციას სამუზეუმო მიზნებით
ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით tbilisi@tramvai.ge

თბილისის ტრამვაის დამფუძნებლები