Tramvai.GE

თბილისის ტრამვაი

Tramvai.GE
ტრამვაი მედიაში

ინეკონი თბილისში ტრამვაის მშენებლობის პროექტით დაინტერესდა

თბილისს ესტუმრა და ტრამვაის მშენებლობის პროექტის მიმართ ინტერესი გამოხატა ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანია “ინეკონის” დელეგაციამ. დელეგაციას ხელმძღვანელობს კომპანიის რეგიონული დირექტორი ანტონინ მიკა, რომელსაც შეხვედრები ჰქონდა თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან. მან დედაქალაქის მთავრობას დეტალურად გააცნო “ინეკონის” წარმოება, ტექნოლოგიები და მის მიერ განხორციელებული პროექტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩეხეთში და რუსეთში.

აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიის ტრამვაის ვაგონები შეიძინა აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის სატრანსპორტო კომპანიამ.

“ინეკონი” თბილისის მთავრობას ტრამვაის პროექტის რეალიზებისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვის წინადადებებსაც სთავაზობს.

no images were found