შპალ–ღორღიანი ლიანდაგი ხის შპალებზე

ხის შპალებიანი ლიანდაგის დაგების პროცესი

ხის შპალებიანი ტექნოლოგია რკინიგზის პირველი ტექნოლოგიაა და მას მე–19 საუკუნიდან დღემდე იყენებენ. დროთა განმავლობაში ეს ტექნოლოგია თან და თან იხვეწებოდა და ნაკლოვანებათა აღმოფხვრისა და საექსპლუატაციო ვადის გაზრდის მიზნით იცვლებოდა და იხვეწებოდა ხის შპალებიანი ლიანდაგის ნაშენის შემადგენელი კომპონენტები.

ჩვეულებრივ, ამ ტექნოლოგიის ტრამვაის ლიანდაგი შედგება 25–70 სმ სიმაღლის ღორღის ბალასტისა და მასზე მოწყობილი ხის შპალებიანი ლიანდაგისგან თუმცა ბოლო ათწლეულების მანძილზე მან ცვლილებები განიცადა.

ასევე ამ ტექნოლოგიის ერთ–ერთ ნაკლს წარმოადგენს ე.წ. „მოხეტიალე დენები“, ანუ რელსიდან მიწაზე გადასული ელექტრული მუხტი, რომელიც მიწისქვეშ ფოლადის მილ–გაყვანილობის კოროზიას იწვევს. „მოხეტიალე დენების“ თავიდან აცილების მიზნით 1990–იანი წლებიდან იყენებენ გეოტექსტილს, რომელსაც მიწაზე აფენენ და ზედ ყრიან ღორღს. ასევე ხდება რელსების იზოლირება და რელსებს გვერდებზე ამაგრებენ ქაფ–პლასტის პროფილებს (სხვადასხვა ქაფ–რეზინის ან ქაფ–პოლისტიროლის ლენტურ პროფილებს), რაც ასევე ამცირებს რელსებიდან მუხტის გადასვლის ალბათობას.

შეთავსებული ზოლის (ავტომობილები+ტრამვაი) მოწყობისას ხშირ შემთხვევაში ხის შპალებიან ლიანდაგს რელსის ძირიდან ზედაპირამდე აბეტონებენ. ეს ზრდის რელსის ფიქსაციას და ხელს უშლის მის დეფორმაციას.

ტრამვაის ლიანდაგის ხის შპალებიანი ტექნოლოგია უმეტესად რკინა–ბეტონის შპალებიანმა და უშპალო ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა, თუმცა სიიაფის გამო მას კვლავ იყენებენ. მრავალი ნაკლის მიუხედავად მას გააჩნია რამდენიმე უპირატესობა: სიიაფე, და ლიანდაგის სწრაფად მოწყობის საშუალება. ხის შპალებიანი ტექნოლოგიის შემდეგ უამრავი სხვა ტექნოლოგია შეიმნა, თუმცა მათ უმრავლესობას არ გააჩნია ისრული გადამყვანები, რის გამოც ხშირად ლიანდაგის უწყვეტ მონაკვეთებს ახალი ტექნოლოგიებით აგებენ, ხოლო ისრული გადამყვანების ადგილას ხის შპალებიან ტექნოლოგიას იყენებენ.

ამ ტექნოლოგიის ნაკლთა მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი ღონისძიებების გატარების შემთხვევაში (დრენაჟების მოწყობა, საიზოლაციო და ბგერათმშთანთქავი საშუალებების გამოყენება) შესაძლებელია ნაკლოვანებათა აღმოფხვრა, ლიანდაგის საამორტიზაციო ვადის გაზრდა და ამ ტექნოლოგიის ოპტიმალური გამოყენება.რელსის ლურსმანა სამაგრები ჭანჭიკებმა ჩაანაცვლა. ამ ტექნოლოგიის საამორტიზაციო ვადა მეტწილად დამოკიდებულია ბალასტის მდგომარეობასა და ტენიანობაზე. ღორღის ნაცვლად შპალების მიწით დაფარვის შემთხვევაში იზრდება ტენიანობა რაც აჩქარებს შპალების ლპობას და იწვევს ლიანდაგის დეფორმირებას. ტრამვაის მოძრაობისას რელსების პირაპირებზე ანუ სტიკებზე ბორბლის დარტყმისას ვიბრაცია გადაეცემა რელსსა და შპალს ხოლო შპალის ლპობის შემთხვევაში იგი უფრო მეტად ჯდება და სტიკების ადგილას ლიანდაგი დაბლა იწევს, რაც ზრდის ვიბრაციას და ხმაურს. ა.გ. ღორღის ბალასტის მდგომარეობისა და ტენიანობის მიხედვით ამ ტექნოლოგიის ლიანდაგის ვადა შეიძლება 12–დან 30 წლამდე მერყეობდეს. ვიბრაციის შემცირების მიზნით ასევე იყენებენ რეზინის საფენებს, რომლებიც რელსსა და შპალს მდებარე ფოლადის საფენზე იდება და რელსის ვიბრაციას ნაწილობრივ შთანთქავს, ხოლო ხმაურის შემცირების მიზნით მიზანშეწონილია ლიანდაგი რელსის ზედაპირამდე დაიფაროს ღორღით, ხოლო მასზე დალაგდეს ბეტონის ფილები ან დაიგოს ბალახი რაც ხმაურს კარგად შთანთქავს.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top