ფრანგულმა კომპანიამ თბილისის ურბანულ განვითარებაზე და ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის მოწყობაზე დაიწყო მუშაობა. “სისტრასთან” ხელშეკრულებას ხელი პარიზში თბილისის მერმა და რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოაწერეს.

მერიასა და „სისტრას“ შორის გაფორმებული დოკუმენტით, თბილისში ტრამვაის ქსელის დაგეგმვას ფრანგული კომპანია განახორციელებს.

ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ თბილისის მერმა ტრამვაითი იმგზავრა. გიგი უგულავამ პირადად ნახა ფრანგი სპეციალისტების მუშაობის შედეგი, რომლებმაც ანალოგიური პროექტი თბილისში უნდა განახორციელონ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *