მარგარიტა ნაროუშვილი ყვითელი ავტობუსის ერთადერთი ქალი მძღოლია. უკვე მეოთხე წელია, ავტობუსი #84 დიღმიდან რკინიგზის სადგურამდე დღეში საშუალოდ 10-ჯერ მიმოჰყავს.

მარგარიტას მუდმივი მგზავრები კარგად იცნობენ და გზად გულახდილად ეწუწუნებიან იმაზე, თუ როგორი აუტანელია ავტობუსით მგზავრობა, რომ პიკის საათებში ეს ტრანსპორტი მგზავრებს აშკარად ვერ იტევს და ისეთი საშინელი ხმა და სუნი აქვს, რომ რამდენიმეწუთიანი მგზავრობაც კი აუტანელი ხდება. მგზავრების უმეტესობა ამბობს, რომ ამ ჰოლანდიურ, უკვე ვადაგასულ ავტობუსს, ათასჯერ ჯობდა ტრამვაი.

მარგარიტამ ზუსტად იცის, რას გულისხმობს მისი მგზავრი – 20 წელზე მეტხანს ის ვატმანად მუშაობდა.

«ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, ეკონომიური, კომფორტული” – ასე აღწერს მარგარიტა ტრამვაის – «თუ აღადგენდნენ, ხალხისთვის დიდი შვება იქნებოდა, დიდი სიამოვნებით ვიქნები ისევ ვატმანი, მაგრამ მაგას იმდენი ფული უნდა, რომ არა მგონია, დააბრუნონ”. http://liberali.ge/node/3692

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *