თბილისის საკრებულოში თბილისის ტრამვაის იუბილე აღნიშნესTbilisi City Assembly celebrates anniversary of Tbilisi tram

25 დეკემბერს, თბილისის საკრებულოს შენობაში, თბილისში ელექტროტრამვაის ამოქმედების 106 წლის იუბილის აღსანიშნავად, საინიციატივო ჯგუფმა “თბილისის ტრამვაიმ” და დედაქალაქის საკრებულომ ფოტოგამოფენა მოაწყო. ტრამვაი 102 წელი (1904-2006) თბილისელთა სამსახურში – ამ სახელწოდებით გამართულ ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო თბილისის ტრამვაის ისტორიის სხვადასხვა ეპოქის ამსახველი უნიკალური ფოტომასალა. გამოფენის პარალელურად გაიმართა თბილისის მუნიციპალიტეტთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს პირველი სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა პარიზში ფრანგულ კომპანია “სისტრასთან” გაფორმებული მემორანდუმის საკითხები. ამ შეთანხმების საფუძველზე “სისტრა” განახორციელებს კვლევით სამუშაოებს, რომლის შედეგად გაირკვევა ის თუ სად გაივლის თბილისის ახალი ტრამვაის პირველი ხაზი. კვლევით და წინასაპროექტო სამუშაოებს საფრანგეთის მთავრობა აფინანსებს. საბჭოს სხდომაზე “თბილისის ტრამვაის” ინიციატივით განხილული იქნა ქალაქის სატრანპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებიც. თბილისის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით ტრანსპორტის ოპტიმიზაცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ კვლევის შედეგებზე რომელსაც კომპანია “სისტრა” მოამზადებს. ვარაუდობენ, რომ უახლოესი ერთი წლის მანძილზე ქალაქის სატრანსპორტოს სისტემის მუშაობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. ფოტოგალერეა: http://pix.ge/album/xk29dp/
On December 25th, 2010 on the occasion of 106th anniversary of electric tram in Tbilisi, initiative group “Tbilisi Tram” together with Tbilisi City Assembly organized a photo exhibition. “102 years tram in service of Tbilisi (1904-2006)” – on exhibition under this title unique photographs from various time periods were presented.
In parallel with the exhibition, first meeting of community council at the city municipality took place where memorandum signed with French company “Sastra” was discussed. This memorandum allows “Sastra” to perform studies to define possible route of first line of new Tbilisi tram. Studies and pre-project work is financed by French government. By initiative of “Tbilisi Tram” group discussion about prospects of city transportation network improvement took place. Representatives of Tbilisi government made a statement that this studies, performed by “Sastra”, are important for optimization of city transport. It is predicted that during the one year period public transport service of Tbilisi city will be significantly improved. Photo gallery: http://pix.ge/album/xk29dp/

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top