Rheda-Berlin-CityRheda-Berlin-City

ტრამვაის ლიანდაგის მშენებლობა. ჩეხეთი, პრაღა.

ამ ტიპის ლიანდაგის კონსტრუქცია შემუშავებულ იქნა კომპანია Pfleiderer–ის მიერ, Rheda-Berlin ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, რომელიც გამოიყენება მაგისტრალური სარკინიგზო ხაზების მშენებლობისას.  ლიანდაგის ზედა ნაშენი შედგება ბეტონის მონოლითური ფილასა და მასში

ტრამვაის ლიანდაგის მშენებლობა. ჩეხეთი, პრაღა.

ჩაბეტონებული რკინა–ბეტონის ორბლოკიანი შპალებისგან. მათი ბლოკები წარმოადგენს რელსის საყრდენს და ერთმანეთთან შეკავშირებულია არმატურებით რაც უზრუნველყოფს ლიანდაგის გეომეტრიულ სიმეტრიულობას და ამასთანავე იგი უფრო მტკიცედაა შეჭიდებული მონოლითურ ფილასთან, ვიდრე ეს მასიური, ერთბლოკური რკინა–ბეტონის შპალების გამოყენების შემთხვევაში იქნებოდა. ბერლინში ფილის დაბეტონებამდე რელსების ძირს მკვრივი ნივთიერებით ფარავენ, რის შემდეგაც ხდება ბეტონის ნარევის ჩასხმა რელსის ძირის ზედა კიდემდე. ბეტონის ფილის გამყარების შემდეგ რელსები ორივე მხრიდან იფუთება რეზინისა და ქაფ–რეზინის საფენებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ე.წ. მოხეტიალე დენების გადასვლა მიწაზე და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ხმაური და ვიბრაცია. ამის შემდეგ ლიანდაგის საავტომობილო სავალ ნაწილთან გათანაბრების მიზნით რელსების გასწვრივ დარჩენილი ღრმულები რამდენიმე ფენად ივსება ასფალტით, რელსის სავალ ზედაპირამდე.

ბერლინისაგან განსხვავებით ზოგიერთ ქალაქში რელსის ძირს მკვრივი ნივთიერებით არ ფარავენ. ნაცვლად ამისა რელსის ქვეშ (რელსსა და შპალს შორის) აფენენ მკვრივ საფენებს. ორივე შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ ღარიანი რელსები და ასევე გათვალისწინებულია ისრული გადამყვანების მონტაჟის შესაძლებლობა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top