თბილისის ტროლეიბუსის ისტორია

 

ტროლეიბუსი რუსთაველის გამზირზე, 1953.

ტროლეიბუსი თბილისში 1937 წლიდან გამოჩნდა, მისი ამოქმედებისა და მარშრუტების დასახვის შესახებ გადაწყვეტილება კი ჯერ კიდევ 1934 წელს იყო მიღებული, თბილისის პირველი გენერალური გეგმის შედგენასთან ერთად. ტროლეიბუსის ხაზის სიგრძე მისი გახსნის წელს 15-მდე კილომეტერს შეაგდენდა და საბჭოთა კავშირის დამლევს კი 95-მდე გაიზარდა. ამას რა თქმა უნდა ტროლეიბუსთა რიცხვის ზრდაც მოჰყვა. ტროლეიბუსის საერთო წილი მგზავრთა გადაყვანაში თითქმის არასოდეს არ ყოფილა 20%-ზე მეტი. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე დიდი კონკურენცია მას მაინც ტრამვაისთან ჰქონდა, რის შედეგადაც მან შეძლო ცენტრალური ქუჩებიდან ტრამვაის განდევნა.

ტროლეიბუსი Škoda 14tr, კოსტავას ქ, 1984.

1983–87 წლებში თბილისში მთლიანად განახლდა ტროლეიბუსების პარკი და 1987 წლიდან თბილისში მხოლოდ Škoda 14tr მოდელის ტროლეიბუსები მოძრაობდა.1991 წლიდან თბილისში დაიწყო ტროლეიბუსის ხაზების შეკვეცა, ხოლო 1992–95 წლებში მოძრავი შემადგენლობის მნიშვნეოვანი ნაწილი განადგურდა. აღსანიშნავია, რომ 90-იან წლებში მეტროსთან ერთად, ტროლეიბუსი ერთადერთი რეალურად მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო. თბილისის ტროლეიბუსებმა არსებობა 2006 წელს შეწყვიტეს. 

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top