საინიციატივო ჯგუფი ”თბილისის ტრამვაი” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს, მერიისა და კომპანია ”სისტრას” წარმომადგენლები. საინიციატივო ჯგუფმა ”თბილისის ტრამვაიმ” პრეზენტაციის მეშვეობით სტუდენტებს გააცნო ტრამვაის უპირატესობები. პრეზენტაციის შემდეგ დაისვა მრავალი შეკითხვეა, რომელზეც პასუხი გასცეს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა. ”თბილისის ტრამვაის” თავისი მიზნებიდან გამომდინარე გადაწყვეტილი აქვს მსგავსი შეხვედრები გამართოს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან.

http://youtu.be/alcKzLttX7U

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *