1 არხი – 25 დეკემბერს თბილისში ელექტროტრამვაი ამოქმედდა

25 დეკემბერს თბილისში ელექტროტრამვაის პირველი ხაზი ამოქმედდა. 1904 წელს მისი მშენებლობა ბელგიურმა კომპანიამ განახორციელა. ამ თარიღთან დაკავშირებით საკრებულოში სპეციალური ფოტოგამოფენა მოეწყო, სადაც თბილისის სხვადასხვა უბანში მოძრავი ტრამვაი იყო აღბეჭდილი.

საკრებულოს წევრებმა სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერის პარიზში ვიზიტი და ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიც განიხილეს.

ფრანგულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულებით თბილისში ტრამვაი ორ-სამ წელიწადში ამოქმედდება. მანამდე კი ფრანგული კომპანიები ერთი წლის განმავლობაში მოძრაობის მარშრუტს და გეგმას შეიმუშავებენ.

http://1tv.ge/News-View.aspx?Location=14349&LangID=1

Scroll to Top