მიხეილ სააკაშვილი ძველ და ახალ ტრამვაიზემიხეილ სააკაშვილი ძველ და ახალ ტრამვაიზე

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში ელექტროტრანსპორტის შემოღებასთან დაკავშირებით იმ პოლიტიკურ ოპონენტებს გამოეხმაურა, რომლებიც ხელისუფლებას არათანმიმდევრობაში ადანაშაულებენ. როგორც ყვარლის ტბაზე მსოფლიო ბანკის წევრებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, თბილისის მერის ინიციატივით დედაქალაქში ჩქარი ტრამვაი გაკეთდება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის თვისობრივად განსხვავებული იქნება იმ ტრამვაისაგან, რომლის დემონტაჟიც მთავრობამ რამდენიმე წლის წინ განახორციელა და უსაფუძვლოა კრიტიკა იმის შესახებ, თითქოს ძველი ტრამვაის რელსები გაიყიდა და ხელისუფლებამ ამით ფინანსური სარგებელი ნახა. “გიგი უგულავა გამოვიდა ინიციატივით და ძალიან მაგარი ინიციატივაა, რომ თბილისში იყოს ეკოლოგიური ტრანსპორტი, ჩქარი ტრამვაი. რამდენიმე წლის წინ ჩვენ ძველი ტრამვაის რელსები, რომელიც მოუხერხებელი იყო და დარიხინებდა, ამოვყარეთ და მთელი ოპოზიცია აყვირდა, “კი მაგრამ, რაღას ანგრევდით ტრამვაის, თუ ტრამვაი შემოგყავდათ”. ის ტრამვაი და ეს ტრამვაი არის დაახლოებით ისეთი, რომ შევადაროთ ურემი და აერობუს 380. არანაირი კავშირი არა აქვს, სახელი აქვთ მარტო ერთი, მაგრამ სახელი ერთი აქვთ ორივეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. http://www.interpressnews.geსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში ელექტროტრანსპორტის შემოღებასთან დაკავშირებით იმ პოლიტიკურ ოპონენტებს გამოეხმაურა, რომლებიც ხელისუფლებას არათანმიმდევრობაში ადანაშაულებენ. როგორც ყვარლის ტბაზე მსოფლიო ბანკის წევრებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, თბილისის მერის ინიციატივით დედაქალაქში ჩქარი ტრამვაი გაკეთდება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის თვისობრივად განსხვავებული იქნება იმ ტრამვაისაგან, რომლის დემონტაჟიც მთავრობამ რამდენიმე წლის წინ განახორციელა და უსაფუძვლოა კრიტიკა იმის შესახებ, თითქოს ძველი ტრამვაის რელსები გაიყიდა და ხელისუფლებამ ამით ფინანსური სარგებელი ნახა. “გიგი უგულავა გამოვიდა ინიციატივით და ძალიან მაგარი ინიციატივაა, რომ თბილისში იყოს ეკოლოგიური ტრანსპორტი, ჩქარი ტრამვაი. რამდენიმე წლის წინ ჩვენ ძველი ტრამვაის რელსები, რომელიც მოუხერხებელი იყო და დარიხინებდა, ამოვყარეთ და მთელი ოპოზიცია აყვირდა, “კი მაგრამ, რაღას ანგრევდით ტრამვაის, თუ ტრამვაი შემოგყავდათ”. ის ტრამვაი და ეს ტრამვაი არის დაახლოებით ისეთი, რომ შევადაროთ ურემი და აერობუს 380. არანაირი კავშირი არა აქვს, სახელი აქვთ მარტო ერთი, მაგრამ სახელი ერთი აქვთ ორივეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. http://www.interpressnews.ge

Scroll to Top