BKV,_ტრამვაის ლიანდაგის უშპალო, ასაწყობი ტექნოლოგია. სახელი ეწოდა ბუდაპეშტის სატრანსპორტო გაერთიანების აბრევიატურის მიხედვით, რადგან ეს ტექნოლოგია პირველად ბუდაპეშტში გამოიყენეს, 1977 წელს. შპალებიანი ლიანდაგისგან განსხვავებით BKV ტექნოლოგიის ლიანდაგს არ ჭირდება 70 სმ სიღრმის თხრილისა და მასში ღორღის ბალასტის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ლიანდაგის ღირებულებას და აჩქარებს მშენებლობის დროს. აღნიშნული მეთოდით ლიანდაგის დაგება შემდეგნაირად წარმოებს: არსებული ასფალტის ფენაში იჭრება 18 სმ–მდე სიღრმის თხრილი, რომელშიც შემდეგ სიგრძეზე აწყობენ მსხვილ პანელებს, რომელთა სტანდარტული სისქე 18 სმ–ია, ხოლო სიგრძე 0,7; 1,5; 3; ან 6 მეტრი. ამ BKV პანელებს აქვს ორი, პარალელური ღარი, რომლებშიც მოგვიანებით ხდება B1 მარკის რელსების ჩაწყობა და რეზინის გრძივი ლენტებით ჩაწნეხა. შესაბამისად რეზინის ლენტური საფენების მეშვეობით რელსი ღარში მყარად ეკრობა. ლიანდაგის მონტაჟის ასეთი მეთოდი უზრუნველყოფს ტრამვაის უხმაურო მოძრაობას, შთანთქავს ვიბრაციას და სრულად გამორიცხავს ე.წ. „მოხეტიალე დენების“ მუხტის გადაცემას რელსიდან მიწაზე.
ამ მეთოდით შესაძლებელია ტრამვაისთვის როგორც განცალკევებული, ასევე შეთავსებული ზოლის მოწყობა (ასფალტის სიზრქეში 18 სმ ჩაღრმავებით ან ზედ ასფალტზე,_გამოყოფის მიზნით). BKV ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია 5 საათში 100 მეტრი ლიანდაგის დაგება, ხოლო მათი საექსპლუატაციო ვადა 30 წელია.