ტრამვაი “თბილისი” გმირთა მოედანზე, 1960.

თბილისი,_ქართული წარმოების, შესახსრული, სამსექციანი, ოთხღერძიანი, ცალმხრივი მიმართულების, მაღალიატაკიანი ტრამვაის ვაგონი. ის 1959 წელს თბილისში დააპროექტეს და 1960 წელს თბილისის ტრამვაი–ტროლეიბუსების სამმართველოს რესურსებით, ტრამვაის სარემონტო დეპოში ააგეს. სულ ამ მოდელის 4 ვაგონი გამოვიდა.

კონსტრუქცია

ეს გახლდათ იმ დროისთვის მეტად იშვიათი, ინოვაციური კონსტრუქციის ტრამვაის ვაგონი, დაკიდული სახსრებითა და დაკიდული სექციით, – მას სახსრების ქვეშ არ ჰქონდა ბორბლები. შუათანა სექციას არ გააჩნდა შასი და იგი სახსრების საშუალებით დაკიდული იყო პირველ და ბოლო სექციებზე, რომლებიც თავის მხრივ ეყრდნობოდა ფიქსირებულ, ორღერძიან ბაზას.

ისტორია 

ტრამვაი “თბილისი” გმირთა მოედანზე, 1962.

აღნიშნული ტიპის შესახსრული ვაგონები იმ დროისათვის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ იწარმოებოდა, რაც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ „თბილისი“ იყო ახალი სიტყვა ტრამვაის მშენებლობაში. სამწუხაროდ თბილისის იმდროინდელი მთავრობის არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკისა და ტრამვაის მიმართ აგდებული დამოკიდებულების გამო ვერ მოხერხდა აღნიშნული მოდელის ტრამვაის განვითარება და ქართული ტრამვაის წარმოების გაგრძელება. 1970–იან წლებში ოთხივე ვაგონი „თბილისი“ განადგურდა და ასევე ლიკვიდაცია განიცადა თბილისის ტრამვაის სარემონტო დეპომ, სადაც აიგო პირველი ქართული ტრამვაი.

ტექნიკური მონაცემები

ნაკვეთურების (სექციათა) რაოდენობა: 3

სიგრძე: 19,75 მ

სიგანე: 2,5 მ

სიმაღლე: 3 მ

შასი: ფიქსირებული

შასის ბაზა: 2,2 მ

ვაგონის ბაზა: 11 მ

ლიანდაგის სიგანე: 1,524 მ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *