მეტროტრამიმეტროტრამი

მეტროტრამი (აგრეთვე; პრე-მეტრო, სემი-მეტრო, მიწისქვეშა ტრამვაი) — საქალაქო სარკინიგზო ელექტრო ტრანსპორტი.

კალიარის მეტროტრამი, იტალია.

მეტროტრამის გზები ნაწილობრივ გვირაბებში, ან ესტაკადებზე გადის (როგორც წესი, ქალაქის ცენტრში), ნაწილობრივ კი – ქუჩებში. მეტროტრამი ითავსებს მეტროპოლიტენისა და ტრამვაის უპირატესობებს, ამასთან თავისუფალია მათი ზოგიერთი ნაკლისაგან. მეტროტრამის მიწისქვეშა ხაზების უპირატესობა: აბსოლუტურად განცალკევებულია დანარჩენი სატრანსპორტო ნაკადებისგან და მის მოძრაობას არ აფერხებს საავტომობილო ტრანსპორტი რაც იძლევა მაქს. სიჩქარის განვითარების საშუალებას; მოძრავი შემადგენლობის მცირე ღირებულება მეტროსთან შედარებით. ნაკლი: ნაკლები მოცულობა ვიდრე მეტროს ვაგონებში და გვირაბების მშენებლობისა და ექსპლუატაციის გაცილებით მეტი ღირებულება, ტრამვაის ხაზის გამოყოფასთან შედარებით. ხშირად მიწისქვეშა ტრამვაის აშენებდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც არ გააჩნდათ საკმარისი რესურსი ნამდვილი მეტროს ასაშენებლად. ასეთი სახით იქმნებოდა გვირაბთა ქსელი, რომელთა საფუძველზე, მოგვიანებით შესაძლო იყო სრულყოფილი მეტროს სისტემის შექმნა (გაცილებით მძიმე მრავალვაგონიანი მოძრავი შემადგენლობით).. ასეთი სახით წარმოიშვა ბრიუსელის მეტრო, თუმცა ზოგიერთი მარშრუტი იქ მაინც არ იყო გადაიარაღებული და მათზე დღემდე მოძრაობს ჩვეულებრივი ტრამვაი.

ვოლგოგრადის მეტროტრამი, რუსეთი.

ჩვენს დროში მიწისქვეშა ტრამვაის ხაზი არსებობს ანტვერპენში, შარლერუასა და ბრიუსელში (ბელგია), ჰააგაში (ნიდერლანდები), სან-ფრანცისკოში (ა.შ.შ.), ვენაში (ავსტრია), გერმანიის ზოგიერთ ქალაქსა და სხვა ქვეყნებში. ყოფილ ს.ს.რ.კ.-ს ქვეყნებიდან მეტროტრამი მოქმედებს რუსეთში ქ. ვოლგოგრადში 1984 წ.-დან და უკრაინაში ქ. კრივოი როგში 1986 წ.-დან.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top