თბილისში ტრამვაი ბრუნდება

თბილისის მერია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შიდაწვის ძრავაზე მომუშავე ავტობუსების ელექტროტრანსპორტით ნაწილობრივ ჩანაცვლებას აპირებს. არაა გამორიცხული, დედაქალაქის ქუჩებში კვლავ გამოჩნდეს ოთხი წლის წინ მერიის დადგენილებითვე გაუქმებული ტრამვაი. საქმე ისაა, რომ თბილისის მერმა საყურადღებო მოსაზრებები გამოთქვა ორიოდე დღის წინ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე – „თანამედროვე ტრამვაი თანამედროვე თბილისში“, რომელიც საინიციატივო ჯგუფ „თბილისის ტრამვაის“ მიერ იყო ორგანიზებული.

სპეციფიკურ ხმაურს თბილისის ქუჩებში მოძრავი ტრამვაის შემადგენლობა თითქმის ასი წლის განმავლობაში გამოსცემდა. ისტორია დაიწყო 19-ე საუკუნის 80-იან წლებში, როცა ქალაქში გამოჩნდა ელექტრო ტრამვაის წინაპარი – ცხენების გამწევ ძალაზე მომუშავე სარკინიგზო ტრანსპორტი, ე. წ. ,,კონკა”, ელექტროტრამვაის ამოქმედების თარიღად კი 1904 წლის 25 დეკემბერი ითვლება. აქედან მოყოლებული, თბილისის ტრამვაის ხაზების სიგრძე განუხრელად იზრდებოდა და მაქსიმუმს – 108 კილომეტრს 1986 წელს მიაღწია, თუმცა, სულ რაღაც, 4-5 წელიწადში ვითარება მკვეთრად შეიცვლა: ქსელის პერმანენტული შეკვეცა 2006 წლის 4 დეკემბერს ტრამვაის სრული ლიკვიდაციით დასრულდა, რამაც ბევრ თბილისელს, მათ შორის, თბილისის ყოფილ მერს ნიკო ლეკიშვილსაც დასწყვიტა გული: http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2211964.html

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top