ელექტრორომანტიკა (პარალელები)

ბავშვობის წლებიდან ბევრი არაფერი მაგონდება, დეტალებს ოჯახის წევრები მახსენებენ. ხშირად ყვებიან ჩემს უჩვეულო გატაცებაზე – ტრამვაით სეირნობა მიყვარდა. რა თქმა უნდა, დედასთვის ეს ნაძალადევი მგზავრობა იყო, მაგრამ ჩემი ახირება ყოველთვის სრულდებოდა და ამიტომაც მეხსიერებაში დღემდე შემომრჩა თბილისის ძველი ტრამვაის რელსების ხმა, მტვრით შეფერილი მინიდან დანახული ნაძალადევის უბნის ხედები.

ტრამვაი – ტრანსპორტი, რომელიც რომანტიულ ემოციებთან მაკავშირებს და შემდეგი გაჩერება ნოსტალგიაა. ნოსტალგია, რადგან ახლა ძალიან შორს ვარ ნაძალადევისგან (იმდენად შორს, რომ კილომეტრები ვერც დავითვალე).

კრაკოვის ვიწრო ქუჩებს მივუყვები, ხელუხლებელ ისტორიულ ნაგებობებს ვათვალიერებ. მიკვირს, აქამდე როგორ არ დაანგრიეს და მათ ნაცვლად გამჭვირვალე შენობები რატომ არ ააშენეს, ახლა ხომ შემინული შენობებია მოდაში?!
ძველი ღირებულებების თანამედროვეობასთან სინთეზი მაკვირვებს, ქართველი ვარ და იმიტომ.
http://www.interpressnews.ge/ge/specialuri-reportazhi/148531-eleqtroromantika-paralelebi.html

Scroll to Top