თბილისის საკრებულოში თბილისის ტრამვაის იუბილე აღნიშნესთბილისის საკრებულოში თბილისის ტრამვაის იუბილე აღნიშნეს

25 დეკემბერს, თბილისის საკრებულოს შენობაში, თბილისში ელექტროტრამვაის ამოქმედების 106 წლის იუბილის აღსანიშნავად, საინიციატივო ჯგუფმა “თბილისის ტრამვაიმ” და დედაქალაქის საკრებულომ ფოტოგამოფენა მოაწყო. ტრამვაი 102 წელი (1904-2006) თბილისელთა სამსახურში – ამ სახელწოდებით გამართულ ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო თბილისის ტრამვაის ისტორიის სხვადასხვა ეპოქის ამსახველი უნიკალური ფოტომასალა. გმოფენის პარალელურად გაიმართა თბილისის მუნიციპალიტეტთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს პირველი სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა პარიზში ფრანგულ კომპანია “სისტრასთან” გაფორმებული მემორანდუმის საკითხები. ამ შეთანხმების საფუძველზე “სისტრა” განახორციელებს კვლევით სამუშაოებს, რომლის შედეგად გაირკვევა ის თუ სად გაივლის თბილისის ახალი ტრამვაის პირველი ხაზი. კვლევით და წინასაპროექტო სამუშაოებს საფრანგეთის მთავრობა აფინანსებს. საბჭოს სხდომაზე “თბილისის ტრამვაის” ინიციატივით განხილული იქნა ქალაქის სატრანპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებიც. თბილისის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით ტრანსპორტის ოპტიმიზაცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ კვლევის შედეგებზე რომელსაც კომპანია “სისტრა” მოამზადებს. ვარაუდობენ, რომ უახლოესი ერთი წლის მანძილზე ქალაქის სატრანსპორტოს სისტემის მუშაობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. ფოტოგალერეა: http://pix.ge/album/xk29dp/

Scroll to Top