Tramvai.GE

თბილისის ტრამვაი

Tramvai.GE
ტექნოლოგიები

შპალ–ღორღიანი ლიანდაგი ხის შპალებზე

ხის შპალებიანი ლიანდაგის დაგების პროცესი

ხის შპალებიანი ტექნოლოგია რკინიგზის პირველი ტექნოლოგიაა და მას მე–19 საუკუნიდან დღემდე იყენებენ. დროთა განმავლობაში ეს ტექნოლოგია თან და თან იხვეწებოდა და ნაკლოვანებათა აღმოფხვრისა და საექსპლუატაციო ვადის გაზრდის მიზნით იცვლებოდა და იხვეწებოდა ხის შპალებიანი ლიანდაგის ნაშენის შემადგენელი კომპონენტები.

ჩვეულებრივ, ამ ტექნოლოგიის ტრამვაის ლიანდაგი შედგება 25–70 სმ სიმაღლის ღორღის ბალასტისა და მასზე მოწყობილი ხის შპალებიანი ლიანდაგისგან თუმცა ბოლო ათწლეულების მანძილზე მან ცვლილებები განიცადა. რელსის ლურსმანა სამაგრები ჭანჭიკებმა ჩაანაცვლა. ამ ტექნოლოგიის საამორტიზაციო ვადა მეტწილად დამოკიდებულია ბალასტის მდგომარეობასა და ტენიანობაზე. ღორღის ნაცვლად შპალების მიწით დაფარვის შემთხვევაში იზრდება ტენიანობა რაც აჩქარებს შპალების ლპობას და იწვევს ლიანდაგის დეფორმირებას. ტრამვაის მოძრაობისას რელსების პირაპირებზე ანუ სტიკებზე ბორბლის დარტყმისას ვიბრაცია გადაეცემა რელსსა და შპალს ხოლო შპალის ლპობის შემთხვევაში იგი უფრო მეტად ჯდება და სტიკების ადგილას ლიანდაგი დაბლა იწევს, რაც ზრდის ვიბრაციას და ხმაურს. ა.გ. ღორღის ბალასტის მდგომარეობისა და ტენიანობის მიხედვით ამ ტექნოლოგიის ლიანდაგის ვადა შეიძლება 12–დან 30 წლამდე მერყეობდეს. ვიბრაციის შემცირების მიზნით ასევე იყენებენ რეზინის საფენებს, რომლებიც რელსსა და შპალს მდებარე ფოლადის საფენზე იდება და რელსის ვიბრაციას ნაწილობრივ შთანთქავს, ხოლო ხმაურის შემცირების მიზნით მიზანშეწონილია ლიანდაგი რელსის ზედაპირამდე დაიფაროს ღორღით, ხოლო მასზე დალაგდეს ბეტონის ფილები ან დაიგოს ბალახი რაც ხმაურს კარგად შთანთქავს.